თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.
ქსე-ს თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.
აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს.
ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.
ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.
აღდგა, ვითარცა თქუა". ვითარ გამოგითარგმანო აღდგომაჲ უფლისაჲ? რამეთუ საიდუმლოჲ არს ჯუარ-ცუმაჲ მისი, საიდუმლოჲ არს დაფლვაჲ მისი, საიდუმლოჲ არს აღდგომაჲ მისი. ყოველივე საქმე მისი საიდუმლოჲ არს. ვითარცა იშვა დაბეჭდულთაგან ბჭეთა ქალწულებისათა, ეგერთვე აღდგა დაბეჭდულისაგან საფლავისა და იქმნა პირმშო შესუენებულთაჲ მეუფე ქრისტე. ვითარცა იშვა რაჲ, არა დაჰხსნა ქალწულებაჲ დედისაჲ, ეგრეთვე აღდგა რაჲ, არა შეძრნა ბეჭედნი საფლავისანი. ვერცა შობისა მისისა ძალ-მიც სიტყვით გამოთქუმად, ვერცა შჯულსა ამას და წესსა აღდგომისასა მივწუთები თქუმად.

აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და
აღდგა, ვითარცა თქუა". ვითარ გამოგითარგმანო აღდგომაჲ უფლისაჲ? რამეთუ საიდუმლოჲ არს ჯუარ-ცუმაჲ მისი, საიდუმლოჲ არს დაფლვაჲ მისი, საიდუმლოჲ არს აღდგომაჲ მისი. ყოველივე საქმე მისი საიდუმლოჲ არს. ვითარცა იშვა დაბეჭდულთაგან ბჭეთა ქალწულებისათა, ეგერთვე აღდგა დაბეჭდულისაგან საფლავისა და იქმნა პირმშო შესუენებულთაჲ მეუფე ქრისტე. ვითარცა იშვა რაჲ, არა დაჰხსნა ქალწულებაჲ დედისაჲ, ეგრეთვე აღდგა რაჲ, არა შეძრნა ბეჭედნი საფლავისანი. ვერცა შობისა მისისა ძალ-მიც სიტყვით გამოთქუმად, ვერცა შჯულსა ამას და წესსა აღდგომისასა მივწუთები თქუმად.
ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.აი დადგა წმიდა აღდგომა. ვიყოთ ყურადღებით, რომ ეს დღესასწაული ნათლად და ღვთივსათნოდ გავატაროთ, რადგან ეს პასექი ღვთის განგებულების პირველი და უდიდესი საჩუქარია. კეთილკრძალულების საშუალებით ჩვენი სხეული ისე მოვთოკოთ, რომ საკვების ცვლილების მიუხედავად, არ შეიცვალოს ჩვენი სულიერი მდგომარეობა.
სულს უხარია პასექის დადგომა, რადგან მას მისთვის სიმშვიდე და მრავალი შრომის შემსუბუქება მოაქვს.
რატომ ველით ასე მოუთმენლად პასექს, რომელიც მოვა და ისევ წავა? განა ადრეც მრავალჯერ არ გვიდღესასწაულია იგი? ესეც მოვა და წავა – არაფერია მუდმივი ამ სოფლად, აჩრდილებივით მიდიან ჩვენი დღეები და ცხოვრება მირბის შიკრიკივით. ასე იქნება მანამ, სანამ მივაღწევთ ცხოვრების დასასრულს.
მავანი იკითხავს: მაშ არ უნდა გვიხაროდეს პასექის დადგომა? – არა, პირიქით, ბევრად უფრო მეტად გავიხაროთ, – იმ პასექით, რომელიც ყოველდღიურად აღესრულება. და რა პასექია ეს? – განწმენდა ცოდვათაგან, გულის შემუსვრილება, მღვიძარების ცრ
ემლები, წმინდა სინდისი, მიწიერ ნაწილთა მოკვდინება: სიძვის, არაწმინდების, ვნებების, უკეთური სურვილების და ყოველგვარი სხვა სიბოროტის. ვინც ამ ყოველივეს ეღირსება, ის პასექს არა წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველდღე იდღესასწაულებს. ხოლო ვისაც ზემოჩამოთვლილი არ გააჩნია და ვნებებსაა დამონებული, უუნაროა დღესასწაულისთვის. როგორ იდღესასწაულებს ის, ვისთვისაც მუცელია ღმერთი, ვინც ხორციელი სურვილებითაა განხურვებული ან ვერცხლისმოყვარებითაა შეპყრობილი, მონაა დიდებისმოყვარების ანდა ტყვეა სხვა ვნებების....

No comments:
Post a Comment